ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 11 ტერიტორიული ორგანო და 64 სოფელი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან, აჭარისწყლის, ახალშენის, თხილნარის, კირნათის, მაჭახელას, მახინჯაურის, ორთაბათუმის, სოფელი სარფის, ფერიის, შარაბიძეების და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფართობია 356,4 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 189 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 143,6 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ხელვაჩაური. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის წინსვლა (3115 ადამიანი), ხელვაჩაურიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ქვედა ქოქოლეთი (30 კმ.).
1 |
აგარა (თხილნარის თემი) |
17 |
ზედა კირნათი |
33 |
მახო |
49 |
ქვედა ქოქონეთი |
2 |
აგარა (ორთაბათუმის თემი) |
18 |
ზედა ჩხუტუნეთი |
34 |
მირვეთი |
50 |
ქვედა ჩხუტუნეთი |
3 |
ავგია |
19 |
ზედა ჭარნალი |
35 |
მნათობი |
51 |
ქვემო ჯიჭო |
4 |
აჭარისაღმართი |
20 |
ზედა ჯოჭო |
36 |
მურმანეთი |
52 |
ქოქოლეთი |
5 |
აჭარისწყალი |
21 |
თხილნარი |
37 |
ომბოლო |
53 |
ყოროლისთავი |
6 |
ახალსოფელი |
22 |
კაპნისთავი |
38 |
ორთაბათუმი |
54 |
შარაბიძეები |
7 |
ახალშენი |
23 |
კაპრეშუმი |
39 |
სალიბაური |
55 |
შუა მახინჯაური |
8 |
ახალშენის მერუნეობა |
24 |
კიბე |
40 |
სამება |
56 |
შუშანეთი |
9 |
განახლება |
25 |
კირნათი |
41 |
სარფი |
57 |
ჩიქუნეთი |
10 |
განთიადი |
26 |
კობალეთი |
42 |
სიმონეთი |
58 |
ცხემლარა |
11 |
გვარა |
27 |
მარადიდი |
43 |
სინდიეთი |
59 |
ძაბლავეთი |
12 |
ერგე |
28 |
მასაურა |
44 |
სკურდიდი |
60 |
წინსვლა |
13 |
ზანაქიძეები |
29 |
მაღლაკონი |
45 |
ფერია |
61 |
ჭარნალი |
14 |
ზედა ახალშენი |
30 |
მაჭახლისპირი |
46 |
ქედქედი |
62 |
ხელვაჩაური |
15 |
ზედა ერგე |
31 |
მახვილაური |
47 |
ქვედა სალიბაური |
63 |
ხერთვისი |
16 |
ზედა თხილნარი |
32 |
მახინჯაური |
48 |
ქვედა სამება |
64 |
ხეღრუ |
|